გაკვეთილის პორტფოლიო მასწავლებლის გვარი, სახელი, პირადი ნომერი - დარასელია ანა საგანი: მათემატიკა სწავლის საფეხური/კლასი: საბაზო - VII კლ. მოსწავლეთა რაოდენობა: 22 (სსსმ არ არის) გაკვეთილის თემა: გეომეტრიული გარდაქმნები სიბრტყეზე: ღერძული სიმეტრია - ზოგიერთი მოცემული ფიგურის სიმეტრიული ფიგურის აგება. გაკვეთილის მიზანი: მოცემული გეომეტრიული ფიგურის თვისებების გათვალისწინებით აღწერონ და ღერძული სიმეტრიით ააგონ ახალი (სიმეტრიული) ფიგურა. გაკვეთილის ბოლოს მოსწავლეებმა შეძლონ: მოცემული დავალების შესაბამისად აღწერონ მოცემული ფიგურა და დაასახელონ მისი წვეროების კოორდინატები; მოცემული დავალების შესაბამისად ააგონ სიმეტრიული ფიგურა და დაასახელონ მისი წვეროების კოორდინატები; გამოიყენონ საგანმანათლებლო რესურსი GEOGEBRA სასწავლო მიზნების მიღწევის დასახმარებლად. მათ . VII.10. მოსწავლეს შეუძლია გეომეტრიული ობიექტების წარმოდგენა ამოცანის კონტექსტის შესაბამისად . მათ . VII.11.
Search This Blog
ტრენერის პირადი ბლოგი
მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის ტრენერი ანა დარასელია